Microsoft–მა დღეს საღამოს გაახმაურა Zune–ს განახლებების შესახებ და წარადგინა ახალი Zune HD, რომელსაც Microsoft–ის უამრავი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა. განახლებები შეეხება, როგორც სისტემურ მხარეს, ასევე მცირე გარეგნულ ცვლილებასაც. 4.0 სისტემა ახლა უკვე უზრუნველყობს 720p ვიდეო რეზოლუციას, რომელიც თავიდანვე Zune ს ერთ–ერთი უმთავრესი მიზანი იყო. გარდა ამისა Zune HD–ს დაემატა MSN ამინდის, კალკულატორის, ტვიტერის და ფეისბუქის აპლიკაციები, რომელებიც მომხმარებლებში ყველაზე მეტად სარგებლობდნენ უპირატესობით. Zune HD–ს 3D გეიმინგის მხარდაჭერა სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე დაემატება. ამის შემდეგ კი, მიმხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ისეთი პოპულარული თამაშები როგორიცაა:Audiosurf Tilt, Project Gotham Racing: Ferrari Edition და Vans Sk8: Pool Service. სხვადასხვა პოპულარული მწარმოებლების Windows სისტემის ლეპტოპებს და კომპიუტერებს დაემატება ახალი Zune აპლიკაცია,რომელიც სინქრონიზებული იქნება Zune HD–ს ფავორიტ აითემებთან, რითაც მომხმარებლები კომპიუტერიდან Zune–ზე უფრო ადვილად დაამატებენ საყვარელ აპლიკაციებს. კიდევ ერთი სიახლეა Smart DJ, iTunes–ს მსგავსი აპლიკაცია რომელიც შეიცავს როგორც ინტერნეთ ასე ლოკალურ მუსიკალურ კოლექციას. დღეიდანვე Zune HD მაღაზიებში ფასდაკლებით გაიყიდება. შავი ფერის 16 გიგაბაიტიანი – 220 დოლარად,32 გიგაბაიტიანი კი $290. Zune Original გამოდის რამოდენიმე ფერის– ლურჯი, წითელი და მწვანე, აგრეთვე სხვადასხვა გრავიურით, რომლის შეკვეთა უფასოა. |